მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

წვევამდელთა სამედიცინო შემოწმებაზე გამოუცხადებლობა 1000-ლარიან ჯარიმას გამოიწვევს - კანონპროექტი

თავდაცვის სამინისტრო

სამხედრო სამსახურში გაწვევის თავიდან აცილების მიზნით, წვევამდელის კომისიასა და სამედიცინო შემოწმებაზე გამოუცხადებლობა სამართალდარღვევად იქნება მიჩნეული.

შესაბამისი ცვლილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსშია ინიცირებული. კანონპროექტის მიხედვით, ჯარიმა 1000 ლარი განისაზღვრება იმ შემთხვევაში, თუ პირი სამედიცინო საექსპერტო კომისიაზე არ გამოცხადდება.

"თავდაცვის კოდექსში" შესული ცვლილებებით კი, საომარი მდგომარეობის დროს თავდაცვის ძალების შემადგენლობას სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტო დაემატება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები