მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

წვიმა ელჭექით, ქარი, შესაძლოა სეტყვა - საქართველოში ხვალიდან ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ

ელჭექი

გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზით, 16 ივლისიდან საქართველოში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი, საფრთხის დონე კი საშუალო იქნება.

"16 ივლისის დღის მეორე ნახევრიდან 17 ივლისის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ელჭექის დროს ქარის გაძლიერება.

მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)", - ნათქვამია უწყების გავრცელებულ განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები