მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წვიმა რომ ყოფილიყო, ღვარცოფად გადაიქცეოდა... მუდმივი დაკვირვებაა საჭირო - გეოლოგი შიომღვიმის მონასტერთან კლდის ნაწილის ჩამოშლაზე

ფდფ

წვიმა რომ ყოფილიყო, ღვარცოფად გადაიქცეოდა. მუდმივი დაკვირვებაა საჭირო, - ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგმა, შოთა ლობჟანიძემ ჟურნალისტებთან შიომღვიმის მონასტერთან კლდის ნაწილის ჩამოშლასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის კლდეზვავითი პროცესი, გამოფიტული მასალის ჩამოქცევა, დანარჩენი კი დასაზუსტებელია.

„საქმე გვაქვს გამოფიტული მასალის ჩამოქცევასთან. ძალიან დიდი ენერგეტიკული პოტენციალი აქვს ამ ფერდს. სხვა მხრივ საშიშროება არ არსებობს, ანალიზის სფეროს განეკუთვნება.

ეს არის კლდეზვავითი პროცესი, გამოფიტული მასალის ჩამოქცევა, დანარჩენი დასაზუსტებელია. წვიმა რომ ყოფილიყო, ღვარცოფად გადაიქცეოდა. მუდმივად არის საჭირო დაკვირვება. ალბათ, დასკვნა რამდენიმე დღეში იქნება“,- აღნიშნა შოთა ლობჟანიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები