მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ცვლილება როტაციის პროცესს უკავშირდება" - აჭარის პოლიციის უფროსი გრიგოლ ბესელია აღარ არის

გრიგოლ ბესელია

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტს ახალი დირექტორი ჰყავს, თანამდებობას აღარ იკავებს გრიგოლ ბესელია. ეს ინფორმაცია bm.ge-ის შსს-ში დაუდასტურეს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფში, დეპარტამენტების ხელმძღვანელი პირების როტაციული წესით შეცვლა პერიოდულად ხორციელდება, რაც საპოლიციო საქმიანობის ეფექტიანობის კიდევ უფრო გაზრდას ისახავს მიზნად", - ამბობენ უწყებაში და ვერ გვეუბნებიან, ვინ ჩაანაცვლა ბესელია.

მათი თქმით, საკადრო გადაადგილებებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია და ის თუ ვინ რა პოზიციაზე გააგრძელებს მუშაობას მოგვიანებით გახდება ცნობილი.

გრიგოლ ბესელია 2022 წელს დაინიშნა აჭარის პოლიციის უფროსად, მანამდე იგი თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო, პოლიციაში მუშაობდა როგორც ნაციონალური მოძრაობის, ისე ოცნების ხელისუფლების პირობებში.

გრიგოლ ბესელია იმ პირებს შორისაა, რომლებიც ბალტიისპირეთის ქვეყნებმა დაასანქცირა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები