“საჯარო სამსახურის შესახებ კანონში” ცვლილებების შემდეგ “ქართული ოცნება” მათი პოლიტიკის მიმართ პროტესტს კიდევ ერთი კანონით უპირისპირდება. საზოგადოების კრიტიკის საგანი ამჯერად დიპლომატიური სამსახურის გავლის წესში ცვლილებებია, რომელიც 27 იანვარს ქართული ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა შეიტანა. არასამთავრობო სექტორის შეფასებით, ამით “ქართული ოცნება” უკანონოდ აუარესებს დიპლომატიურ სამსახურში დასაქმებული პირების უფლებრივ მდგომარეობას და 2024 წლის დეკემბრიდან საჯარო მოხელეების მიმართ მიმდინარე რეპრესიებს აგრძელებს. შინაარსობრივად ცვლილებები კი დიპლომატიური სამსახურის სრულად პარტიულ ინტერესს დაქვემდებარებას იწვევს.
ცვლილებების თანახმად დიპლომატიური თანამდებობის პირებზე ადმინისტრაციული ხელშეკრულება გავრცელდება, რაც ეწინააღმდეგება “დიპლომატიური სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონს, ამასთან მაკა ბოჭორიშვილის ახალი ბრძანება ხელშეკრულების ნებისმიერ დროს შეწყვეტის დისკრეციას აჩენს.
რა იცვლება დიპლომატიურ სამსახურში დასაქმებულებისთვის და ამის რა არგუმენტები არსებობს?
სტუმარი: თაზო კირტავა - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ანალიტიკოსი;