ცვლილებები დიარჯი სისტემაში - მაღალხარჯიანი რეანიმაციული შემთხვევების დაფინანსება იზრდება. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამის საპილოტე ეტაპზე, ინიციატივა ფილტვების შეშუპებისა და სუნთქვის უკმარისობის მართვას შეეხება. ცვლილებების ამოქმედება სექტემბრიდან არის დაანონსებული. რამდენით იზრდება კლინიკების დაფინანსება და როგორ აფასებს ჯანდაცვის სექტორი სამინისტროს ინიციატივას?