ჯანდაცვის სფეროში დაანონსებულ ცვლილებებზე ვისაუბრებთ ჩვენს პირველ სტუმართან. 2024 წლიდან სამედიცინო აღჭურვილობის და სამედიცინო სახარჯი მასალების რეგულირება სავალდებულო გახდება. შესაბამისად, ქვეყანაში წარმოებული თუ იმპორტირებული ნებისმიერი სახარჯი აღჭურვილობა თუ მასალა სამინისტროს მიერ მკაცრად იქნება გაკონტროლებული.
ამასთან, ჯანდაცვის სამინისტრო, ჰოსპიტალური მომსახურების ხარისხის შეფასების ინდიკატორებზე მუშაობს. ხარისხის შეფასებისთვის მათ შორის გათვალისწინებული იქნება რეჰოსპიტალიზაციისა და ლეტალობის მაჩვენებლებიც. როგორც სამინისტროში განმარტავენ, აღნიშნული ინსტრუმენტი, შემდგომ ეტაპზე, გამოყენებული იქნება, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული კლინიკების სელექციური კონტრაქტირებისთვის.
კლინიკების ნაწილმა უკვე მიიღო შესაბამისი წერილი, რომ თუ პაციენტების სიკვდილიანობის მაჩვენებელი 6%-ზე მაღალი ექნებათ, სახელმწიფო დაფინანსებას შეუჩერებს. ამ მიმართულებით მუშაობა დიდი ალბათობით ახალი ჯანდაცვის მინისტრის პირობებში გაგრძელდება. როგორ ხვდება ცვლილებებს სამედიცინო სექტორი, რა აწუხებს დღეს ჯანდაცვის ბიზნესს და კერძო სექტორის გადმოსახედიდან რა უნდა იყოს ახალი ჯანდაცვის მინისტრის პრიორიტეტები?
სტუმარი: ნიკოლოზ ფრუიძე - "კონსილიუმ მედულას" დირექტორი;