"ქართუს" 49-სართულიანი კომპლექსი ორთაჭალაში და მორიგი ცვლილების მოთხოვნა გენგეგმაში. ფონდი ქართუ თითქმის 23 000 კვადრატულi მეტრი რეკრეაციული ზონის შემდგომი განაშენიანების მიზნით ცვლილებას ითხოვს. ბოლო ერთ წელიწადში ეს არ არის პირველი მასშტაბური პროექტი, სადაც თბილისის ცენტრში რეკრეაციული სივრცის სანაცვლოდ გენგეგმით დადგენილი ნორმების ცვლილება ხდება- საკრებულო მსგავსს პროექტებს მწვანე შუქს უნთებს იმ მოტივით, რომ ეს ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. თუმცა სად გადის ხაზი ეკონომიკურ სარგებელსა და დედაქალაქის სწორ ურბანულ პოლიტიკას შორის, რამდენად ვიცავთ 5 წლის წინ მიღებული გენგეგმის სტანდარტებს და სად ვუშვებთ შეცდომებს?