მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ცვლილებები&გამოწვევები ავტოინდუსტრიაში

დიდი ამბებია მსოფლიო ავტოინდუსტრიაში და ეს ქარიშხალი აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას უკავშირდება. 25% იანი ტარიფები ავტოიმპორტზე. თუმცა, დონალდ ტრამპმა, კანადასთან და მექსიკასთან ავტოინდუსტრიაზე ასამოქმედებელი ტარიფები ერთი თვით გადავადდება. ამის შესახებ ინფორმაცია თეთრმა სახლმა გაავრცელა. როგორც Reuters წერს, ტრამპის ტარიფები ავტომწარმოებლებისთვის განსაკუთრებით რთული იქნება, რადგან წარმოების პროცესში ავტონაწილების ექსპორტ/იმპორტი სამივე ქვეყნის საზღვარზე ხდება. ტარიფები კი ამ პროცესს მნიშვნელოვნად გააძვირებს.

როგორც CNN წერს, რომ ამ გადაწყვეტილების მიღებამდე პრეზიდენტი აშშ-ის სამ უმსხვილეს ავტომწარმოებლის Ford-ს; General Motors-ს და Stellantis-ს ხელმძღვანელებს შეხვდა. პრეზიდენტის გადაწყვეტილებას დადებითად შეხვდა საფონდო ბირჟა, ხოლო ტრადიციული საავტომობილო ბრენდების მფლობელი კომპანიების, Ford-ის, General Motors-ის და Stellantis-ის აქციები გაძვირდა. საბაზრო კაპიტალიზაცია ასევე გაეზარდათ ევროპულ საავტომობილო გიგანტებს.

ტარიფებს 1 თვის თავზე სავარაუდოდ მივიღებთ და შედეგებზეც უკეთ შეგვეძლება ვიმსჯელოთ, მათ შორის გავლენებზე ადგილობრივ, საქართველოს ბაზარზე. იქამდე მხოლოდ მოლოდინებზე და გლობალური ბაზრის კონიუნქტურაზე შეგვიძლია საუბარი. სანამ სტუმრებს წარვადგენდე, ერთი სტატისტიკური ინფორმაცია.. 2025 წლის იანვარში საქართველოში იმპორტირებული ელექტრომობილების 40% ექსპორტზე გავიდა.

კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, წელს პირველ თვეში ქვეყანაში 467 ელექტრომობილი შემოვიდა (8.765 მლნ დოლარის), ხოლო ექსპორტზე 187 ერთეული (5.396 მლნ დოლარის) გავიდა.

ამ მონაცემებიდან გამოდის, რომ ქვეყანა ერთ ელექტრომობილს საშუალოდ 18 770 დოლარად ყიდულობს (გადასახადების გარეშე), ექსპორტირებულის საშუალო ღირებულება კი 28 850 დოლარს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ საქართველო ელექტრომობილების უდიდეს ნაწილს აშშ-ში ყიდულობს, მეორე-მესამე ადგილებს კი ჩინეთი და ბელგია ინაწილებენ. რაც შეეხება ექსპორტს, წელს ქვეყნიდან ელექტრომობილები სომხეთში, ყირგიზეთსა და ყაზახეთში გავიდა.

სტუმრები: დავით ბარამიძე - Auto Market Logistic-ის დამფუძნებელი;

ალექსი ნონიაძე - "საქართველოს ავტო იმპორტიორთა ასოციაციის" ხელმძღვანელი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები