მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წყალდიდობის მსხვერპლთა სოლიდარობისთვის, კლიმატის აქტივისტებმა ედინბურგში ავტომობილები დააზიანეს

პროტესტი

ვალენსიაში მომხდარი წყალდიდობის მსხვერპლთა სოლიდარობისთვის, ედინბურგში კლიმატის აქტივისტებმა დემონსტრაცია გამართეს და SUV-ის ტიპის ავტომობილებზე წარწერები დატოვეს. აქტივისტთა ჯგუფი ამტკიცებს, რომ კლიმატის კრიზისის მნიშვნელოვანი წილი “ჯიპების” კონტრიბუციაზე მოდის - წერს Euronews.

ესპანეთის ქალაქ ვალენსია და მის შემოგარენში ოქტომბრის ბოლოს მომხდარ წყალდიდობას, სულ მცირე, 214 ადამიანი ემსხვერპლა. უპრეცედენტო ნალექმა ქალაქის დატბორვა და ინფრასტრუქტურის დაზიანება გამოიწვია.

World Weather Attribution-ის მეცნიერთა სწრაფი ანალიზით, ადამიანთა გამოწვეული გლობალური დათბობის გამო, წვიმა 12%-ით უფრო ძლიერი იყო, რეგიონის ზოგიერთ ნაწილში კი 29 ოქტომბრის 8 საათში უფრო უხვი ნალექი მოვიდა, ვიდრე მთელი წლის განმავლობაში.

შოტლანდიური დაჯგუფება ქალაქში SUV-ის ტიპის ავტომობილებით გადაადგილებას შეუძლებელს ხდის. ჯგუფის ტაქტიკა ავტომობილებზე საბურავების დაშვებაა, რის გამოც მათ Tyre Extinguishers ეწოდებათ. მეტიც, ჯგუფი ვალენსიის წყალდიდობასა და “ჯიპებს” შორის პირდაპირ კავშირს ხედავს და სოციალურ არხებში განმარტავს, რომ პლანეტაზე რეგისტრირებულმა 360 მილიონმა SUV-მ 2023 წელს 1 მილიარდი ტონა ნახშირორჟანგი გამოყო, რაც 10%-ით აღემატება 2022 წლის მაჩვენებელს. მათივე განმარტებით, იზრდება მოთხოვნა ნავთობპროდუქტებზეც.

ჯგუფის ინფორმაციით, პროტესტის ფარგლებში ედინბურგში 16 ქალაქი დაზიანდა, რომლებზეც აქტივისტებმა სხვადასხვა წარწერები და ვალენსიაში გარდაცვლილ ადამიანთა ფოტოები დატოვეს. პროტესტს დაჯგუფების შვეიცარიული ოფისიც შეუერთდა.

Tyre Extinguishers 21 ქვეყანაში გეგმავს აქტივობებს, რომელთა შორისაცაა ევროპული ქვეყნები, ავსტრალია, კანადა, ახალი ზელანდია და აშშ. დაჯგუფების ვებგვერდზე გამოქვეყნებული პოსტით პროტესტის ორგანიზატორები სხვებს “მკვლელი მანქანების” წინააღმდეგ პროტესტისკენ მოუწოდებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები