თბილისის ნაწილს წყალი დღესაც არ მიეწოდება. წიწამურში დაზიანებულმა წყალმომარაგების სისტემამ კერძო სექტორის ნაწილიც დააზარალა. სილამაზის სალონებში ჯავშნები გაუქმდა, რესტორნებში კი წყალს ქსელური მარკეტებიდან და ან მეზობელი უბნებიდან იმარაგებენ. ჯივიპიში აცხადებენ, რომ სისტემის აღდგენის სამუშაოები ერთ კვირაზე ნაკლებ დროში აღდგება. სარესტორნე ბიზნესში კი ამ დროის მანძილზე ობიექტების საქმიანობის გაჩერებას არ გამორიცხავენ. გიგა ბენია ესაუბრა კერძო სექტორის წარმომადგენლებს.