მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წყალი გრაფიკით - გავლენა ბიზნესზე;

დედაქალაქში 70 000 მდე აბონენტისთვის წყალმომარაგების სრულად აღდგენის კონკრეტული დრო უცნობია. წინასწარი გათვლები და სავარაუდო დრო ერთკვირიანი ვადაა. თბილისის მერიაში ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერთან შეხვედრა პრობლემასთან დაკავშირებით დილით შედგა. დედაქალაქის მთავრობა კომპანიას მოსახლეობის ავზებით წყლით მომარაგებაში დახმარებას დაჰპირდა. იმისთვის რომ აბონენტების ნაწილთან თუნდაც გაწერილი გრაფიკით წყალი დღეში რამდენიმე საათით იყოს ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერი მოსახლეობას მათ ვისაც წყალი აქვს წყლის რაციონალური გამოყენებისკენ მოუწოდებს. წყლის გამოზოგვა და უბან უბან ავზებით სამომხმარებლო წყლის მიტანა პრობლემას ვერ აგვარებს. ზაფხულის ცხელი დღეების და საჭიროებების გათვალისწინებით ბიზნესის ნაწილი დასაქმებულებისთვის ინფრასტრუქტურის და მომხმარებლისთვის სერვისის მიწოდებას ვერ ახერხებს. - ავარია წიწამურთან რომელიც წინასწარი შეფასებებით წლების განმავლობაში უკონტროლოდ დაყრილმა სამშენებლო ნაგავმა გამოიწვია და უწყლობის ეფექტი დედაქალაქში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები