მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წყალი "ნაბეღლავი" და UFC-ის მებრძოლი მერაბ დვალიშვილი პარტნიორები გახდნენ

წყალი „ნაბეღლავი“ და ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი სპორტსმენი მერაბ დვალიშვილი, პარტნიორები გახდნენ. „ნაბეღლავი სპორტისთვის“ კამპანიის ფარგლებში UFC-ის ათლეტი ნაბეღლავთან ითანამშრომლებს და ქართული მინერალური წყლის სახელს საერთაშორისო სპორტულ ასპარეზზე გაიტანს. გარდა ამისა, აღსანიშნავია ისიც, რომ პარტნიორობის ფარგლებში ნაბეღლავი დვალიშვილის გულშემატკივრებს არაერთ საინტერესო აქტივობასაც შესთავაზებს.