2023 წლის მეორე ნახევრიდან ჯივიპის მფლობელმა, ესპანურმა კომპანია Aqualia-მ, თბილისის, რუსთავისა და მცხეთის წყალმომარაგების სისტემის ტექნოლოგიური განახლება და ევროპული სტანდარტების დანერგვა აქტიურად დაიწყო. სწორედ წყალმომარაგების სისტემის მართვის ევროპული მოდელის დანერგვის მიმდინარე შედეგები და ტექნოლოგიური განახლებები იყო ის მთავარი თემა, რის შესახებაც ჯივიპიმ 27 სექტემბერს საზოგადოებას ანგარიში წარუდგინა და მიმდინარესთან ერთად, სამომავლო პროექტებიც გააცნო.