ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მფლობელი ესპანური კომპანია აქუალია, თბილისის, რუსთავის და მცხეთის მასშტაბით ევროპული სტანდარტების დანერგვას აგრძელებს და ამ მიზნით, წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაციის პროექტის შედეგები წარადგინა. კომპანია აქუალია, წყალმომარაგების გაუმჯობესებისთვის 2024 წლიდან 2026 წლამდე 380 მლნ ლარამდე ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს.