წყალტუბოს ცენტრში მდებარე სასტუმრო კომპლექსი "პარკ რეზორტ წყალტუბო" გაფართოვდა და არსებულ სივრცეს 30 ახალი ნომერი შეემატა. 5 მილიონი ლარის ინვესტიციით, განახლებისას კომპანიის პარტნიორი საქართველოს ბანკი იყო და გარდა სასტუმრო ნომრების რაოდენობის გაზრდისა გარემონტდა ბალნეოლოგიური სპა ცენტრი და გაიხსნა ახალი სარესტორნო სივრცე "იმერული ესკიზები".