2026 წლის 1 სექტემბრიდან რეფორმირებული წყლის რესურსების მართვის სისტემა უნდა ამოქმედდეს. გარემოს დაბინძურება კანონით ახლაც აკრძალულია, თუმცა პრობლემა ზედამხედველობა და კანონის დამრღვევების გამოვლენაა, რაც გაუმჯობესებული ზედამხედველობის გარეშე განახლებული საკანონმდებლო ბაზის შემთხვევაშიც გამოწვევად დარჩება. რა ძირითადი გამოწვევებია დღეს წყლის რესურსების მართვის მიმართულებით ქვეყანაში, რამდენად არის მზად ბიზნესი მოსალოდნელი რეგულაციებისთვის - წყლის რესურსების მართვის რეფორმის პროგრესი USAID -ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ჩართულობით ISET-მა მოამზადა.