მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წყნეთის გზატკეცილის მიმდებარედ, რამდენიმე ქუჩაზე წყალმომარაგება ხვალამდე შეწყდება - დეტალები

gwp

წყნეთის გზატკეცილის მიმდებარედ GWP-ის წყალმომარაგების ქსელის დაზიანების გამო, რამდენიმე ქუჩაზე წყალმომარაგება შეწყდება - ამის შესახებ ინფორმაციას GWP ავრცელებს.

დღეს, საღამოს 22:30 საათზე, წყნეთის გზატკეცილის N29-ს მიმდებარედ, სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარებისას, კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" წყალმომარაგების ქსელი ავარიულად დაზიანდა.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ წყალი რამდენიმე მეტრზე ასხამს.

GWP-ის ცნობით, ადგილზე მობილიზებულია კომპანიის ტექნიკური ჯგუფი. წყლის დინების შესაჩერებლად დაიკეტა ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები და ქსელის დაზიანებული მონაკვეთის აღსადგენად სამუშაოები მიმდი არებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს 18 ივლისს საღამოს 22:30 საათიდან, 19 ივლისის დილის 09:00 საათამდე წყალმიმარაგება შეზღუდული აქვს:

წყნეთის გზატკეცილს, მალხაზ დოლიძის ქუჩას, უჩანეიშვილის მე-2 შესახვევს და ჩიხს, საკანდელიძის ქუჩას, ჭავჭავაძის გამზირის N39,41,43,45,47,49, 51, 53, 55,73, 74, 75,76, 78, 80, 82, 84, თამარაშვილის N 1, 2ა, 3, 4, 5, 7, 9, გიორგი წერეთლის, ვახტანგ ლეჟავას და სოლიკო ხაბეიშვილის ქუჩებს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნით მიაწვდის. წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, "ფეისბუქისა" და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები