წყნეთის გზატკეცილზე შპს “საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტს” საუნივერსიტეტო და საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა სურს. ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმარებითი დავალების შეთანხმების მიზნით ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ინვესტორმა კომპანიამ უკვე მიმართა.
საუბარია 41 611 კვ.მ ფართობის ტერიტორიაზე დაგეგმილია „სეუ“-ს უნივერსიტეტის ახალი კორპუსის მშენებლობაზე, რომლის მიმდებარედ მოხდება საცხოვრებელი ფუნქციის მქონე ობიექტის მშენებლობაც.
მათი შეფასებით, გზის პირა ზოლზე დაგეგმილია 3-4 სართულიანი ნაგებობის მშენებლობა ხოლო სიღრმეში შედარებით მაღალი, მიმდებარე სართულიანობის გათვალისწინებით წარმოქმნილი ნაგებობები, 7-9 სართულით, რომლებსაც ექნებათ საერთო შიდა სივრცე, ეზო და გამწვანებული არეალები.
კომპლექსში დაგეგმილია ადგილობრივი მცხოვრებთათვის საჭირო კომერციული დანიშნულების ობიექტების, მცირე კაფეების, ფიტნესის, აუზისა და კომერციული ფართების მოწყობაც.