მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"თუ ადგილობრივ ინვესტიციას არ წავახალისებთ, ენერგოუსაფრთხოებას პრობლემა შეექმნება"

5afef942ac5fc
სალომე მეცხვარიშვილი
19.05.18 10:00
748
თუ ადგილობრივ ინვესტიციას არ წავახალისებთ, ენერგოუსაფრთხოებას პრობლემა შეექმნება,- ამის შესახებ საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის (GIG) დირექტორის მრჩეველი ლევან ვეფხვაძე BM.GE-სთან აცხადებს.

მისი თქმით, ჯერჯერობით უცნობია სახელმწიფო გარანტირებული შესყიდვის რა მოდელზე შეთანხმდება, თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ ენერგეტიკის დარგში მომუშავე პირები წახალისდნენ.

„ენერგეტიკა არის ძალიან მგრძნობიარე ფასთა სხვაობების მიმართ. ინვესტორები ყოველთვის ერიდებიან ისეთ ტიპის გრძელვადიან ინვესტიციებს, სადაც მაღალი რისკებია, ამიტომ სახელმწიფომ გარდა იმისა, რომ ზოგადი კლიმატი უნდა შექმნას, უნდა აამუშაოს კონკრეტული მექანიზმები, რომ ინვესტორებისთვის იყოს სტაბილური და მომხიბვლელი გარემო გრძელვადიანი ინვესტიციისთვის.

არის ბევრი ინვესტორი, რომელსაც აქვს სურვილი - ქარის, მზის ელექტროენერგია განავითაროს ქვეყანაში, თუმცა, ამას სჭირდება წახალისება.

თუ ადგილობრივ ინვესტიციას არ წავახალისებთ, მივიღებთ იმპორტს, რაც ნიშნავს იმას, რომ ენერგოუსაფრთხოების მხრივ იქნება პრობლემა. ხვალ რომ უცებ იმპორტზე გაორმაგდეს ფასები, ვეღარ ვუპასუხებთ ამ მოთხოვნებს.

გვჭირდება გრძელვადიანი ხედვა, რომ გავიგოთ, ოგორი ტიპის მექანიზმები იქნება ხვალ და ზეგ, საბოლოო ჯამში ნებისმიერი ელექტროსადგურის მშენბელობა არის გრძძელვადიანი და მისი ოპერირება ათწლეულობით გრძელდება“,- აცხადებს ლევან ვეფხვაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები