მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“თუ არ აიცრა რისკ-ჯგუფების 80%, ვაქცინის შემოტანას აზრი არ აქვს“ - აზარაშვილი ჩუტყვავილას ვაქცინაზე

646644ceed561
სალომე ხიდურელი
18.05.23 20:40
634
„ჩუტყვავილას ვაქცინა ოფიციალურად ჩვენი აცრების კალენდარში არც ერთ წელს, არასდროს ყოფილა“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტში, „მოქალაქეების“ წევრის, დეპუტატ ქეთევან თურაზაშვილის კითხვის საპასუხოდ თქვა.

„არც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, არც ექსპერტთა ჯგუფის რეკომენდაცია ყოფილა ოდესმე, რომ ვაქცინა კალენდარში შეგვეტანა.

აქ მეორე პრობლემა ისაა, რომ თუ არ აიცრა რისკ-ჯგუფების მინიმუმ 80%, აცრას აზრი არ აქვს. 80%-იანი მოცვა ქვეყნის მასშტაბით იმდენად რთულია, რომ არაეფექტურობამდე მივდივართ და ვაქცინის შემოტანას აზრი ეკარგება. ვაქცინის შემოტანა არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ თუ ვიცით, რომ არაეფექტური იქნება და შედეგი არ ექნება, აზრი არ აქვს“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

ცნობისთვის, ქვეყანაში რეგისტრირებული ჩუტყვავილას ვაქცინა (VZV), რომელიც მთავრობას არ შემოაქვს, კომერციულ ქსელებში რთული საშოვნელია, ფასი კი 180-დან 250 ლარამდე მერყეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები