მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თუ არ გაუმჯობესდა სატრანსპორტო პარკი ქვეყანაში, არანაირი საწვავი არ უშველის"

5b06a1d0673cc
BM.GE
24.05.18 15:25
1550
არის თუ არა საწვავის ხარისხი ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი - ამ საკითხზე იმსჯელებს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინიციატივით ჩატარებულ კონფერენციაზე, რომელსაც სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები და სფეროს ექსპერტები ესწრებოდნენ. შეხვედრის შემდეგ, კონფერენციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მთავარი პრობლემა ქვეყანაში არსებული მოძველებული და გაუმართავი ავტოპარკია, რომელიც აუცილებლად უნდა განახლდეს. საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის პრეზიდენტი, ვაჟა იორდანიშვილი აცხადებს, რომ საწვავის ხარისხი ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია და იგეგმება მისი გაუმჯობესებაც. შესაბამისად, გაუმჯობესდება ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების ხარისხიც.

სწორედ ტექნიკური ინსპექტირების ხარისხზე საუბრობს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე ვახტანგ იობაშვილი მიიჩნევს, რომ უპირველესად, საჭიროა ავტოპარკის განახლება და ავტომობილების გამართულობის კონტროლი.

„ჩვენ შეიძლება გაუმჯობესებაზე ვიფიქროთ, მაგრამ, ისმის კითხვა, სატრანსპორტო პარკი ამით რას მოიგებს. თუ არ გაუმჯობესდა სატრანსპორტო პარკი ქვეყანაში არანაირი, საწვავი მას არ უშველის. შავი ღრუბელი, რომელიც მიყვება ავტომობილს უკან, ეს არ არის საწვავის ბრალი, ეს არის მოუწესრიგებელი ტრანსპორტის და მოუწესრიგებელი მძღოლის ბრალი",- აცხადებს ვახტანგ იობაშვილი. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები