„საქართველო აგრარული ქვეყანაა და თქვენ იცით, რომ ჩვენ ქვეყანაში აგრო სექტორი და ტურიზმი არის ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის ძირითადი შემოსავლის წყარო. აქედან გამომდინარე, თუ არ იქნება იაფიანი კრედიტები და სახელმწიფოსგან ხელის შეწყობა, ეს ქვეყანა თავისით ვერ განვითარდება.
საქართველოში 50 000 ჰექტარი გაშენდა - ვაშლი, მსხალი, კაკალი, ზეთისხილი და ნუში. ეს ჩვენს ეკონომიკას დაახლოებით 5 წელში ძალიან დიდ შემოსავალს მოუტანს, რაც ბიუჯეტს შეავსებს.
დაახლოებით 5 000-10 000-მა ბენეფიციარმა იაფიანი კრედიტები და გრანტები გამოიყენა. იმ გლეხებისთვის და ფერმერებისთვის, რომლებმაც კრედიტების გამოყენებით დღეს ბაღები შექმნეს ეს დოვლათია, ხოლო ის, რომ ყოველ წელს მას ეს ბაღი შემოსავალს მოუტანს, მისი ოჯახის და ქვეყნის სიძლიერეა,“ - განაცხადა სვანიძემ.
სვანიძის განმარტებითვე, ის 2020 წელს ნახევარი მილიონი ტონა ზეთისხილის მოსავალს ელოდება. რაც შეეხება დასაქმებულების რაოდენობას გიორგი სვანიძის თქმით, ამ პერიოდში ის ჯამში 700 ადამიანს დაასაქმებს. „ქართული ზეთისხილის“ კომპანიას ამ ეტაპზე 350 თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული.
ცნობისთვის: კომპანია „ქართული ზეთისხილი" უკვე ფლობს ზეთისხილის ბაღებს კახეთში და აწარმოებს ზეთს, რომელიც ადგილობრივ ბაზართან ერთად დუბაიშიც გაიყიდება. „ქართული ზეთისხილის" ზეთი 250 გრამიან, 500 გრამიან და 750 გრამიან მინის ქილებში იყიდება. ზეთისხილის მარინადი კი - 250, 500 და 750 გრამიან მინის ქილებშია წარმოდგენილი.
პროდუქციის ფასი ნახევარლიტრიან ქილაში 13-დან 16 ლარამდე მერყეობს. ხოლო 250 გრამიანი ქილის ფასი 7-დან 9 ლარამდეა.
ამჟამად „ქართული ზეთისხილის" ზეთი და ზეთისხილი გასაყიდად "კარფურში", "გუდვილში", "ნიკორაში" და "აგროჰაბშია" წარმოდგენილი.

























