მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თუ ბაზარზე მოთხოვნა გაჩნდება, წარმოებას 100%-ით გავზრდით" - რძის საწარმო

რძე

თუ ბაზარზე მოთხოვნა გაჩნდება, წარმოებას 100%-ით გავზრდით, - ამის შესახებ ნედლი რძის მწარმოებელი საწარმო „ელიას კალთას“ დამფუძნებელმა, ზურა მასურაშვილმა BM.GE-სთან განაცხადა.

წარმოების დამფუძნებლის ინფორმაციით, დღეს საწარმო 300 სულ პირუტყვს აერთიანებს. კომპანია ყოველწლიურად 12-15 მუდმივი და სეზონურად 25-ზე მეტ ადამიანი ჰყავს დასაქმებული. მისივე ცნობით, წარმოების ასამოქმედებლად და ყველა სტანდარტის დასაკმაყოფილებლად, კომპანიამ 7 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა.

„აქტიურად ვამარაგებთ ორ მსხვილ კომპანიას. ტექნიკური მოწყობილობების მხრივ, საწარმოში ყველა საჭირო მანქანა - დანადგარია განთავსებული და შესაბამისად, საქართველოს რძის სექტორის სტანდარტებს აკმაყოფილებს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია რესურსების ეფექტურ მართვაზე. საწარმოში დანერგილი ნაკელის მართვის სისტემა საშუალებას იძლევა, რომ შემუშავებული ნაკელი გადამუშავდეს და ორ სახის სასუქი – თხევადი და მშრალი მიიღონ.

წარმოებას პოტენციალი აქვს, რომ 100%-ით გაიზარდოს, თუ ბაზარზე მოთხოვნა იქნება“,- ამბობს მასურაშვილი.

დედოფლისწყაროში არსებული ნედლი რძის მწარმოებელი საწარმო „ელიას კალთა“ 2013 წლიდან ფუნქციონირებს და დღეში დაახლოებით 5000 ლიტრ რძეს აწარმოებს. საწარმოს საქმიანობა ადგილობრივი ჯიშების გამოყენებით დაიწყო, თუმცა 2013 წლიდან, ევროპული კულტურული ჯიშების შემოყვანის შემდეგ, საწარმომ წარმოების მოცულობა და ეფექტიანობა გაზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები