მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თუ ბინის ყიდვას აპირებთ - „კრწანისი გრანდეს“ 3 კონკურენტული უპირატესობა (R)

63a078d1ef98b
BM.GE
19.12.22 18:43
616
სიმშვიდე, კომფორტი და თანამედროვე ცხოვრებისთვის საჭირო ყველა პირობა - ასე აღწერს დახურული ტიპის საცხოვრებელი კომპლექსის - „კრწანისი გრანდეს“ კონკურენტულ უპირატესობას „Forbes კვირასთან“ ინტერვიუში სამშენებლო დეველოპერული კომპანია „გრანდე ჯგუფის“ მარკეტინგის დეპარტამენტის დირექტორი დაჩი ფოჩხუა.

კომპლექსის განაშენიანება 22 000 კვ/მ ფართობზე მიმდინარეობს, 10,000 კვ/მ კი ეთმობა სარეკრეაციო, გამწვანებულ სივრცეს. პრემიალური კლასის კომპლექსი საცხოვრებელი ბლოკების გარდა სხვა სივრცეებსაც აერთიანებს. პროექტი 5 ბლოკს მოიცავს - აქედან ოთხი საცხოვრებელია, ხოლო ერთი ბლოკი მთლიანად დათმობილია სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრისთვის.

„სამშენებლო დეველოპერული კომპანია „გრანდე ჯგუფი“ უკვე ბევრი წელია ქართულ ბაზარზეა და ჩვენი საქმიანობა მოიცავს სასტუმროების და აპარტოტელების მშენებლობასა და მართვას. „გრანდე ჯგუფის“ პორტფელშია ხუთვარსკვლავიანი სასტუმროები “გუდაური ინნ” და “ბაკურიანი ინნ”.

ბევრწლიანმა გამოცდილებამ და მომხმარებლის მხრიდან პოზიტიურმა კავშირმა ამ სექტორში უკვე არა - აპარტჰოტელების, არამედ საცხოვრებელი კომპლექსების მიმართულებით პროექტების განხორციელების იდეა გაგვიჩინა, რაც ორ წელიწადში რეალობად ვაქციეთ. არქიტექტორების და მთელი გუნდის ძალისხმევით, შევიმუშავეთ იდეალური უბნის კონცეპტი, სადაც გავითვალისწინეთ ყველა ის ასპექტი, რომელიც ადამიანს სჭირდება - სიმშვიდე, კომფორტი და თანამედროვე ცხოვრებისთვის საჭირო ყველა პირობა. „კრწანისი გრანდეს“ კონკურენტული უპირატესობაც სწორედ ეს სამი კომპონენტია. ამ ასპექტების გათვალისწინებამ კი მიგვიყვანა იქამდე, რომ აგვერჩია ისეთი ადგილი, რომელიც თბილისის ცენტრალურ ნაწილს განეკუთვნება და ამავე დროს, ერთ-ერთი ბოლო უბანთაგანია, სადაც ჯანსაღი და სუფთა ჰაერია. სწორედ ამიტომ ლოკაციად კრწანისი შევარჩიეთ. პროექტის დაწყებამდე გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთად გავაკეთეთ ჰაერის ხარისხის კვლევა და მშენებლობის ეტაპზეც კი, თბილისის ცენტრალურ უბანთან შედარებით, 40-ჯერ უფრო სუფთა ჰაერი იყო“, - ამბობს კომპანიის მარკეტინგის დეპარტამენტის დირექტორი.

დაჩი ფოჩხუას თქმითვე, გამომდინარე იქიდან, რომ კრწანისი „დიპლომატების უბანია“ და 10-მდე ქვეყნის საელჩოა განთავსებული, „კრწანისი გრანდეში“ ბინებს ყიდულობენ არა მხოლოდ საცხოვრებლად, არამედ უძრავ ქონებაში ინვესტირების მიზნით. „ჩვენი მობინადრეების, დაახლოებით, 40% უცხო ქვეყნის მოქალაქეა“, - აღნიშნა მან.

BMGTV-ის ეთერში „გრანდე ჯგუფის“ მარკეტინგის დეპარტამენტის დირექტორმა წინასაახალწლო აქციაც დაანონსა - კერძოდ, „კრწანისი გრანდე“ სახლის შეძენის მსურველებს მშენებარე C ბლოკში ფასდაკლებას სთავაზობს, რომელიც 20 000 ლარიდან დაიწყება.

„ამ ეტაპზე A და B ბლოკში ბინების უმრავლესობა გაყიდულია და მხოლოდ რამდენიმე გვაქვს დარჩენილი. C ბლოკის მშენებლობა ახლა დავიწყეთ და აქტიურად მიმდინარეობს. სწორედ აქ გვაქვს ძალიან კარგი შეთავაზება მომხმარებლისთვის - 0%-იანი განვადება 24 თვის განმავლობაში ანუ მშენებლობის დასრულებამდე. ჩვენი პროექტის პარნტიორია „საქართველო ბანკი“, რაც დამატებით, არის გარანტია, რომ მშენებლობა დათქმულ ვადაში დასრულდება.

მიმდინარე კვირიდან კი C ბლოკში შენებარე ბინებზე გვექნება უპრეცედენტო ფასდაკლების აქცია, რომელიც 20 000 ლარიდან დაიწყება. ვისაც სურვილი აქვს შეიძინოს ბინა, ეს შანსი უნდა გამოიყენოს“, - აცხადებს დაჩი ფოჩხუა.
R

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები