"საქართველოს მწვანეთა მოძრაობის“ თავმჯდომარე ნინო ჩხობაძის აზრით, ბიზნესის განვითარება თუ გვინდა, გარემოს არ უნდა ვებრძოლოთ. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა. გარემოსდამცველის თქმითვე, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მიმართულებით კანონმდებლობის კიდევ უფრო დახვეწა მოუწევს.
- ანგარიშში, რომლის საფუძველზე ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებს რეკომენდაცია გასცა, გარემოსდაცვითი მოთხოვნებიც ჩაიწერა; გვითხრეს, რომ მიუხედავად გარკვეული პროგრესისა გარემოსდაცვით კანონმდებლობაში, კიდევ მოითხოვენ ჩვენგან მარეგულირებელი ნორმების დახვეწას და ევროპულ კანონმდებლობასთან დაახლოებას.
- რთული დავალებები გველის?
- დიახ. ძალიან რთული დავალებები მოდის, რომლის შესრულება მოგვიწევს. როგორც სოფლის მეურნეობის, ისე გარემოს დაცვის ნაწილის შეფასებაში საქართველოს შესახებ წერია ერთი ნიშნული, რომ ვართ საწყის ეტაპზე ვართ...
- რა სჭირდება ქვეყანას განვითარებისთვის?
- პირველ რიგში, გვჭირდება საკუთარი ქვეყნის სიყვარული და იმის გააზრება, რომ ყველა მოქალაქე თანასწორუფლებიანია ამ ქვეყანაში. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ თუ გვინდა ბიზნესის განვითარება, არ უნდა ვებრძოლოთ გარემოს; პირიქით, გარემოსთან ძალიან შერწყმულები უნდა ვიყოთ.
- დღეს, ეს გამოწვევაა?
- ძალიან სერიოზული...
- არ გვიყვარს ქვეყანა თუ ვერ ვხვდებით, სწორად როგორ ვაკეთოთ?
- ვერ ვხვდებით. ძალიან გვინდა საბჭოთა მეთოდებით ვაწარმოოთ ბიზნესი, რაც არ გამოდის.
- წერტილი რას უნდა დაესვას საქართველოში?
- წერტილი უნდა დაესვას იმ მცდარ ხედვებს, რომ მხოლოდ ბუნებასთან ბრძოლით შეგვიძლია რაღაცის გაკეთება; მდგრადი განვითარების პრინციპების დანერგვა ყველა დონეზე, მათ შორის საწარმოებში, უმნიშვნელოვანესი საკითხია. თუ გვინდა, რომ მწარმოებელი ქვეყანა ვიყოთ და ჩვენი პროდუქცია გაიყიდოს, ბევრი ნაბიჯი გვაქვს გადასადგმელი.