მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"თუ ჩვენი მოსაზრებები არ იქნება გათვალისწინებული, ნეგატიური შედეგები გარდაუვალია"

5b4dfb32b3dbb
თამუნა დემეტრაშვილი
17.07.18 20:00
927

მიკრო საფინანსო ორგანიზაციების ასოციაციის ხელმძღვანელი ბესიკ შენგელია მიიჩნევს, რომ ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვრის დაწესებასთან დაკავშირებით, ნეგატიური შედეგებია მოსალოდნელი.

"ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, სამოქალაქო კოდექსში წარდგენილი ცვლილებები, რომელიც ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვრის დაწესებას ეხება. ვფიქრობთ, რომ, თუ სექტორის მოსაზრებები არ იქნება გათვალისწინებული, ნეგატიური შედეგი გარდაუვალი იქნება“-ამის შესახებ ბესიკ შენგელიამ გადაცემაში ,,საქმის კურსი" განაცხადა.

მისივე თქმით, აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობს ეროვნულ ბანკთანაც, დაკრედიტების ინსტრუქციებთან დაკავშირებითაც.

"საბედნიეროდ კონსულტაციების მიმდინარეობს, რადგან ამ დებულებებთან დაკავშირებითაც ვხედავთ გარკვეულ რისკებს", - განაცხადა შენგელიამ.

მან უცხოურ ვალუტაში სესხების აკრძალვის გავლენაც შეაფასა სექტორზე და აღნიშნა, რომ "ეს იყო შოკი, რომელმაც უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო სექტორი", თუმცა ადაპტაცია მოხერხდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები