პროევროპული აქციის ძალადობრივად დაშლის მორიგ მცდელობას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი X-ზე მორიგი ტვიტით ეხმაურება.
"ტყუილი და ცინიზმი!
თუ "ძალადობა შეჩერდა" ქუჩებში, რა არის დღევანდელი სასტიკი დარბევის მიზანი? დედისგან ბავშვის გატაცება? შურისძიება ქალებზე?", - წერს პრეზიდენტი და ტვიტს თან ურთავს ირაკლი კობახიძის ვიდეოს.
საპოლიციო ძალები მომიტინგეების წინააღმდეგ პერიოდულად იყენებენ წყლის ჭავლს, მხუთავს გაზს და სპეციალურ საშუალებებს. სპეცრაზმმა დღევანდელ აქციაზე არაერთი ადამიანი დააკავა.