რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ქვეყანა ევროპასთან ომისთვის მზად არის. როგორც ის განმარტავს, რუსეთთან სამხედრო კონფლიქტის დაწყებით არაერთი ევროპული სახელმწიფოა დაინტერესებული, თუმცა “რუსეთი ამისთვისაც მზადაა”.
პუტინის მიერ გაჟღერებულ ამ განცხადებას წინ წამყვანი ევროპული ქვეყნების მიერ, უკრაინის მხარდამჭერი განცხადებები და გაყინული აქტივების ომში მყოფი მოკავშირისთვის გადაცემის საკითხის წამოწევა უძღოდა. რუსეთის ლიდერი თვლის, რომ მიმდინარე მოლაპარაკებებში ევროპული ქვეყნები “უხეშად ერევიან” და პროცესს წინსვლის საშუალებას არ აძლევენ.
აღსანიშნავია, რომ ბოლო კვირების განმავლობაში რუსეთმა ევროკავშირისა და NATO-ს წევრი არაერთი ქვეყნის მიმართულებით გაუშვა სამხედრო დრონები. ამასთან, დაარღვია რამდენიმე მეზობელი ქვეყნის საჰაერო სივრცე, მათ შორის, მოიერიშე თვითმფრინავებით, რაც რიგი ქვეყნების მხრიდან სამხედრო მზადყოფნის გაზრდასა და უსაფრთხოების კონტროლის გამკაცრებაში გამოიხატა. რამდენიმე სახელმწიფომ, მათ შორის პოლონეთმა NATO-ს მე-4 მუხლიც კი აამოქმედეს, თუმცა საქმე მე-5 მუხლის, ანუ კოლექტიური რეაგირების ამოქმედებამდე არ მისულა.




























