მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თუ ფრენა გაგიუქმდათ - რას სთავაზობენ ტურისტული კომპანიები ვიზიტორებს?

ისრაელსა და ირანს შორის მიმდინარე დაპირისპირების ფონზე, გასული დღეების განმავლობაში თბილისის და ბათუმის აეროპორტებიდან რეისების ნაწილი გაუქმდა.

როგორც BM.GE-ს TAV Georgia-ში განუცხადეს, გასულ უქმეებზე ჯამში 19 რეისზე იყო საუბარი, თბილისიდან ეს გახლავთ აბუ-დაბი, შარჟა, ერბილი, დელი, დუბაი და თელ-ავივი. ხოლო ბათუმის აეროპორტიდან გაუქმებული იყო 4 რეისი: ორი ისრაელის, ერთი ირანის და ერთი საამიროების მიმართულებით.

უსაფრთხოებიდან გამომდინარე 16 და 17 ივნისს თბილისი-თელ-ავივი-თბილისის მიმართულებით დაგეგმილი რეისები გააუქმა „ჯორჯიან ეარვეისმაც“.

როგორ ხდება დაგეგმილი ტურისტული ვიზიტების კომპენსირება კომპანიების მხრიდან?

სტუმარი: ნინო ხატიაშვილი - travelfy-ს გაყიდვების დირექტორის მოადგილე

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები