მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"თუ გვექნება უხვი მოსავალი, გვექნება დაბალი ფასები" - "საქართველოს მელიორაციის" გენდირექტორი წყლის ტარიფებზე

მელიორაცია

"საქართველოს მელიორაციის" გენერალური დირექტორის, გიგლა თამაზაშვილის განცხადებით, გამართულ სარწყავ სისტემებზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მოსავლის რაოდენობა, ხარისხის მაჩვენებელი და, აქედან გამომდინარე, ფასიც. თამაზაშვილის განცხადებას კომპანია ავრცელებს.

მისი თქმით, ტექნიკური დანიშნულების წყლის ტარიფი უფრო დაბალი იქნება, უხვი მოსავლის შემთხვევაში.

"თუ გვექნება უხვი მოსავალი, გვექნება დაბალი ფასები. სწორედ ამიტომ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ამ დარგის განვითარებას. დღევანდელი გლობალური გამოწვევების ფონზე, აქტუალური საკითხია წყლის რაციონალური გამოყენება ისეთი ქვეყნისთვისაც კი, როგორიც საქართველოა, ვგულისხმობ წყლის რესურსების სიმდიდრეს. ჩვენი მიზანია, მინიმალური დანაკარგებით მივაწოდოთ წყალი ფერმერებს და ადგილობრივ მოსახლეობას", - აღნიშნა გიგლა თამაზაშვილმა.

ცნობისთვის, 2025 წლის დეკემბერში სემეკმა პირველადი წყალმოსარგებლის შპს "საქართველოს მელიორაციის" მიერ გაწეული მომსახურების ტარიფები უკვე დაადგინა.

რეგულაცია განსაზღვრავს, თუ რა ფასს გადაიხდიან წყალმომხმარებელთა ორგანიზაციები, ენერგეტიკული სექტორი და ფერმერები წყლის მიღებაში. დადგენილება ძალაში გამოქვეყნებისთანავე შევიდა, თუმცა უშუალოდ ტარიფების ნაწილი 2026 წლის 1 აპრილიდან ამოქმედდება.

ვინ და რამდენს გადაიხდის?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები