მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"თუ გვინდა მაღალი ხარისხის მოსავალი, ვერ გავექცევით პესტიციდების გამოყენებას"

5b3204968f761
მაია ბიწაძე
26.06.18 13:15
1338
სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ზურაბ ჩეკურიშვილის განცხადებით, სოფლის მეურნეობის სფეროში კარგი შედეგების მიღწევა თანამედროვე ტექნოლოგიებისა და პესტიციდების გამოყენების გარეშე შეუძლებელია, - ამის შესახებ მან "საქმიანი დილის" ეთერში განაცხადა.

"თუ გვინდა მივიღოთ დიდი რაოდენობის და მაღალი ხარისხის მოსავალი, სამწუხაროდ ვერ გავექცევით პესტიციდების გამოყენებას. აღმოსავლეთ საქართველში გვაქვს ეს კულტურა და იქ ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა. სამწუხაროდ, დასავლეთ საქართველოში ჩვენ ეს პრაქტიკა არ გვქონდა, მაგრამ ნელ-ნელა იქაც ვამკვიდრებთ“ - განაცხადა ჩეკურიშვილმა.

მისივე თქმით, სხვადასხვა დაავდებებთან ბრძოლაში სახელმწიფო უძლური იქნება, თუ მას ფერმერები და სოფლის მოსახლეობა არ დაეხმარება.

"ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობის ჩართულობა სხვადასხვა დაავადებებთან ბრძოლის პროცესში, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ შედეგს ვერ მივიღებთ.
შარშანდელთან შედარებით სურათი გაუმჯობესებულია. სპეციალურად მოვიარეთ ფერმერთა მომსახურების ცენტრები და ვესაუბრეთ სასოფლო-სამეურნეო საშუალებების შემომტან ძირითად მოთამაშეებს. ერთ-ერთმა სერიოზულმა მოთამაშემ ასეთი რამ გვითხრა, რომ თხილისთვის აგროქიმიკატების, მათ შორის პესტიციდების გაყიდვამ სამეგრელოში, მთლიან გაყიდვებში, ვენახის შემდეგ, მეორე ადგილი დაიკავა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ადამიანები უკვე იწყებენ ამ საშუალებების მოხმარებას. მათთვის, ვინც სოფლის მეურნეობის სფეროშია დასაქმებული, მთავარი მაგალითებია და როდესაც ისინი დაინახავენ კარგ შედეგს მეზობელთან, ვფიქრობ მომავალ წელს მათი რიცხვი კიდევ გაიზრდება" - განაცხადა ზურაბ ჩეკურიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები