მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„თუ გვინდა, ქვეყანა გამოჯანმრთელდეს, შემოვიღოთ კოვიდპასპორტები“

61719b0654556
თათია ჩაფიჩაძე
22.10.21 00:14
804
„ვაქცინა სავალდებულო არ იყოს, მაგრამ ისე გავაკეთოთ, რომ აუცრელი სავაჭრო ცენტრში, კაფეში ვერ შედიოდე. შესაბამისად, თუ არ მინდა, არ ავიცრები და არც მოლში შევალ, მაგრამ თუ გვინდა, ქვეყანა გამოჯანმრთელდეს, გავაკეთოთ ეს“, - ამის შესახებ გასართობი ცენტრების ასოციაციის ხელმძღვანელი გიორგი მთიულიშვილი აცხადებს და ხელისუფლებას ერთიანი გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდებს.

მისი განმარტებით, მსგავსი გადაწყვეტილებების ცალკეული შემთხვევებით ქვეყანა კრიზისიდან გამოსვლას ვერ შეძლებს.

„მაგალითი უნდა ავიღოთ ისეთი წარმატებული ქვეყნებისგან, რომლებმაც პანდემია გადალახეს. ჩვენ თუ ასე გავაგრძელეთ ყოფა-ცხოვრება და მეტად არ გადავდგათ სწორი ნაბიჯები, რამდენიმე წელი გაგრძელდება ეს. მგონი გვავიწყდება რამდენ ადამიანს ვკარგავთ ყოველდღიურად, 40-50 ადამიანი გვეღუპება. მესმის რომ ძნელია მიიღო ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც აუცილებლობას უკავშირდება, მაგრამ არის ხოლმე ქვეყანაში მდგომარეობა, როდესაც უნდა მიიღო ის ზომები, რაც გადაარჩენს შენს თანამოქალაქეებს.

როცა თქვენ არ იცრებით, თქვენ გამო მე ვიზღუდები, ეს ხომ ჩემი თავისუფლების შეზღუდვაც არის? განათლების დონე ამ კუთხით მაღალი არ არის, აღმოჩნდა რომ ყველა გათვითცნობიერებულები ვყოფილვართ ვაქცინის ავკარგიანობაში და ასე არ არის", - განაცხადა მთიულიშვილმა. 

მისივე თქმით, ბიზნესი და ქვეყანა წლობით ვერ იქნება ჩაკეტილი. "უნდა გავითვალისწინო, რომ ის ჩვენი თანამოქალაქე პურის ფულის გარეშე რჩება, აქედან გამოსავალი სწორი კამპანიაა. მესმის რომ არჩევნების წინ ხისტი პოლიტიკა არ უნდათ, მაგრამ აუცილებელია", - მიიჩნევს ის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები