სტრატეგიული ბრენდინგის სპეციალისტი, ალექსი ჩიქოვანი BMGTV-ს გადაცემაში „ბიზნესის კვირეული“ ამბობს, რომ ქვეყანა იმ მდგომარეობამდე, რა მდგომარეობაშიცაა დაუსჯელობამ, საკითხების გამოუძიებლობამ, ზარალის არ ანაზღაურებამ და ბევრმა სხვა ფაქტორმა განაპირობა.
ჩიქოვანი მიიჩნევს, რომ საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობა მათ შორის, რასაც ბიზნესის სექტორის პრობლემები საბჭოთა მენტალიტეტის გავლენას და სისტემური კონფორმიზმის ხელშეწყობის ბრალია.
„თუ გვინდა, რომ ეს ქვეყანა ავაშენოთ როგორც ადამიანური ქვეყანა, აქ ევროპულ - არა ევროპულობაზე ლაპარაკი აღარ არის, საუბარია ადამიანურ, ცივილურ ქვეყანაზე, სადაც არის სასამართლო და სადაც არის სამართალი, მაშინ დღევანდელ სიტუაციაზე არ უნდა ვისაუბროთ. ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ დამოუკიდებლობის დღიდან მოყოლებული, გამეფებულ კონფორმიზმზე. ერთი, რომ ჩვენ საბჭოთა მენტალობა ვერ მოვიცილეთ და უპირველესი პასუხისმგებლობა ყველა იმ ადამიანს, რომელიც პოლიტიკაში იყო.
პოლიტიკოსს ვერ აარჩევ რომ დიალოგი დაიწყოს. არადა პოლიტიკა ხომ ეგაა, ლაპარაკია ხომ?! აქედან გამომდინარე ხაზგასმით ვამბობ, რომ კონფორმიზმის გამო, საბჭოთა მენტალიტეტის ვერ მოცილების გამო და ყველა ხელისუფლების სურვილის გამო, რომ ყველა თავის ქვეშ ჰყოლოდა ბიზნესიც აქამდე კონფორმიზმით, კოჭის გორებით მივიდა. ბიზნესიც ემოციურია და სანამ ემოცია არ იქნება იქ არაფერი არ იქნება. რადგან ბიზნესი არ არის კედელი და მანქანა, ბიზნესი არის ადამიანი“, - ამბობს ჩიქოვანი.
სტრატეგიული ბრენდინგის სპეციალისტის თქმით, გულდასაწყვეტია, რომ საკითხებზე საუბარი არ მიდის. ამასთან, აღსანიშნავია, რომ წინა ხელისუფლების დროს ჩადენილი დანაშაულები ბოლომდე არავის გამოუძიებია და არავინ დასჯილა.
"ძალიან მიხარია, როდესაც ამ ახალგაზრდების საუბარში ვხედავ, რომ „დღეს თქვენ მოგხედავთ და შემდეგ ოპოზიციას მივუბრუნდებით“ ამას რომ ამბობენ. იმიტომ, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, რომ მათ ნაბრძოლზე, ჩვენ ნაბრძოლზე ისევ მობრუნდეს ვიღაც ტიპი, რომელიც აქამდე დანაშაულებს ჩადიოდა. კიდევ ერთი კრიზისი მანდ გველოდება. კოალიცია რომ მოხდება, გული მისკდება, ქართველების კოალიცია რა იქნება, კაცმა არ იცის“, - აცხადებს ჩიქოვანი.