მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თუ ინფიცირება მოიმატებს, შესაძლოა, საველე ჰოსპიტლების მოწყობა დღის წესრიგში დადგეს - ჩხაიძე

617a806e0c4cc
ინგა მურუსიძე
28.10.21 15:34
447
"თუ ინფიცირების მაჩვენებელი მოიმატებს, შესაძლოა, საველე ჰოსპიტლების მოწყობა დღის წესრიგში კიდევ ერთხელ დადგეს",  - ამის შესახებ იაშვილის კლინიკის პედიატრიული განყოფილების უფროსმა ივანე ჩხაიძემ „მთავარის“ პრესკლუბში განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე სტაციონარებში ინფიცირებულებისთვის ადგილები საკმარისია.

„დღევანდელი მდგომარეობა შეიძლება განვიხილოთ როგორც არდასრულებული მეოთხე ტალღა, მაგრამ თუ უახლოეს კვირებში ინფიცირებულთა მაჩვენებელი გაიზარდა და ჩვენ გადავაბიჯეთ 6 200-იან ზღვარს დღიურად (აგვისტოს პიკურ მაჩვენებელს), უნდა ვთქვათ, რომ მეხუთე ტალღა გვაქვს, ხოლო თუ აქამდე მივედით, მეხუთე ტალღა იქნება კატასტროფული, რადგან ძალიან მძიმე პერიოდი გავიარეთ აგვისტოში, რომლის დაძლევაც მოვახერხეთ, შევძელით, რომ არც ერთი პაციენტი არ დარჩენილიყო ბინაზე, რისთვისაც დაგვჭირდა საველე ჰოსპიტლების მოწყობა; თუ ეს ციფრები მატებას დაიწყებს, შესაძლებელია, უახლოეს დღეებსა და კვირებში ეს საკითხი კიდევ ერთხელ დადგეს დღის წესრიგში. ჯერჯერობით, სტაციონარებში ადგილები არის“, - განაცხადა ჩხაიძემ.