2013–2018 წლებში აღებული 9 მილიარდი ლარის ვალი ინფრასტრუუქტურული პროექტების მშენებლობას მოხმარდა. “საგარეო ვალიდან ვერ ნახავთ ვერც ერთ თეთრს, რომელიც არ მიდის ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად” – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა სოციალურ ქსელ Facebook-ში პირდაპირი ჩართვისას.
მისი თქმით, საქართველო ჩამორჩება ინფრასტრუქტურულ განვითარებაში მსოფლიო ტენდენციებს. “რაც სამწუხარო რეალობაა. ეს კი იმას ნიშნავსს, რომ საქართველოს ეკონომიკა არ არის ისეთი კონკურენტუნარიანი როგორიც გვინდა. ინფრასტრუქტურის განვითარეის გარეშე კი ქვეყანას კონკურენტუნარიანს ვერ გავხდით და ვერც ჩვენ შვვილებს დავუტოვებთ შესაბამისად განვითარებულ ეკონომიკას.”
როგორც მინისტრმა განმარტა, სახელმწიფო ვალი მშპ–ს 44%–ია, რაც ჯანსაღი მაჩვენებელია ყველა პარამეტრის მიხედვით.

























