მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თუ ინოვაციისთვის მზად არ ხარ, ყოველთვის წააგებ თამაშს" - რას შესთავაზებს Archi Grand Avenue მცხოვრებლებს?

ზაზა ფაჩულია არქი

დეველოპერული კომპანია "არქის" ინვესტორის, კალათბურთელის ზაზა ფაჩულიას განცხადებით, მულტიფუნქციური კომპლექსის - "გრანდ ავენიუს" პროექტში ინვესტირებისას გადამწყვეტი კომპანიის გრძელვადიანი ხედვა, ინოვაციური მიდგომები და მომხმარებლის ინტერესებზე მორგებული კონცეფცია იყო.

როგორც ზაზა ფაჩულიამ Archi Grand Avenue-ს პროექტზე "არქის" პოდკასტის მეოთხე ეპიზოდში განაცხადა, ბიზნესში წარმატებისთვის აუცილებელია არა მხოლოდ დღევანდელ დღეზე, არამედ სამომავლო პერსპექტივაზე ფოკუსირება.

"მთავარია, გჯეროდეს და მართლა გქონდეს ხედვა - მხოლოდ დღევანდელ დღეზე კი არ ფიქრობდე, არამედ გქონდეს გრძელვადიანი ხედვა. აბსოლუტურად ყველა სფერო დაკავშირებულია ინოვაციასთან და თუ ამისთვის მზად არ ხარ, ყოველთვის წააგებ თამაშს. ყველაზე მეტად ამან მომხიბლა - თავიდანვე ილიას [წულაიას] ჰქონდა ეს გრძელვადიანი ხედვა. ეს რომ არ დამენახა, მე ამ ინვესტიციას არც გავაკეთებდი და არც პარტნიორი გავხდებოდი", - განაცხადა ზაზა ფაჩულიამ.

მისივე თქმით, "გრანდ ავენიუს" მთავარი უპირატესობა "ქალაქი ქალაქში" კონცეფციაა, სადაც მცხოვრებლებს ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა ადგილზე, კომპლექსიდან გაუსვლელად ხვდებათ, რაც ახალი თაობის მოთხოვნებს სრულად პასუხობს.

"ოჯახს რაც სჭირდება - დაწყებული მარკეტითა და აფთიაქით, გაგრძელებული სკოლით, ბაღით, კაფე-რესტორნებითა და სპორტული სივრცეებით - ყველაფერი ერთადაა თავმოყრილი. შორიდან რომ შევხედეთ, დავინახეთ ახალი ქალაქი, ახალი უბანი.

ახალ თაობას ძალიან მოსწონს ვარჯიში და ჯანსაღი ცხოვრების წესი; მე, როგორც სპორტის წარმომადგენელი, ამას განსაკუთრებულად ვაფასებ. ჩვენ ყურადღებით ვუსმენთ ჩვენს პოტენციურ მომხმარებელს, მომავალ თაობას, ვიცით მათი ინტერესები და სურვილები. Grand Avenue-ს მთავარი ხიბლიც სწორედ ეს კომფორტია - გქონდეს ყველაფერი ახლოს ისე, რომ ტერიტორიის დატოვება არ დაგჭირდეს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ამ ყველაფრის ერთიან გარემოში გაერთიანება", - აღნიშნავს ინვესტორი.

ზაზა ფაჩულიას განმარტებით, უძრავი ქონების შეძენა ბევრი ოჯახისთვის ცხოვრებაში უმსხვილესი შენაძენია, რის გამოც კომპანიის პრიორიტეტი მოლოდინების გადაჭარბებაა.

"როდესაც ადამიანი ამხელა ინვესტიციას აკეთებს - ბევრი ოჯახისთვის ეს ცხოვრებაში ყველაზე დიდი ინვესტიციაა - ჩვენი მიზანი ე.წ. overdelivery-ია. მომხმარებელმა უნდა იგრძნოს, რომ იმაზე მეტს იღებს, ვიდრე თავიდან ელოდა. ჩემი აზრით, ეს ყველაზე დიდი კომპლიმენტია", - განაცხადა ფაჩულიამ.

დეველოპერული კომპანია "არქი" თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე, ყოფილი ვაგონშემკეთებელი ქარხნის ტერიტორიაზე ახალ მულტიფუნქციურ კომპლექსს - "გრანდ ავენიუს" აშენებს. პროექტი "ქალაქი ქალაქში" კონცეფციით ხორციელდება და მოიცავს საცხოვრებელ და რეკრეაციულ ზონებს, პადელ-ცენტრს, მუზეუმს, 2 500 კვ.მ-ის სპორტდარბაზს, გასტრონომიულ ჰაბს, სპორტულ მოედნებს, ველობილიკებს, საბავშვო სივრცეებს, სკოლას, საბავშვო ბაღს, ბავშვთა გასართობ ცენტრს, ბოულინგ კლუბს, რამდენიმედონიან პარკინგსა და წერეთლის გამზირთან დამაკავშირებელ გვირაბს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები