"უნდა მოხდეს სახელმწიფო-სასოფლო მიწების ინვესტორზე გადაცემის პროცესის ოპტიმიზაცია“. ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია მიიჩნევს, რომ რეგიონებში კომერციული სოფლის მეურნეობის განვითარება საჭიროა.
„ჩვენ თუ კომერციულ სოფლის მეურნეობას არ შევქმნით, სიღარიბის აღმოფხვრაში და ინკლუზიური ეკონომიკის ზრდაში დიდი პრობლემები გვექნება. იმიტომ, არის რომ რეგიონებში ძირითადად ის სიღარიბე და უმუშევრობაა, რომელზეც ვლაპარაკობთ,“ - განაცხადა ქობულიამ.
ეკონომიკის ყოფილი მინისტრის თქმით, გაკეთდა ანალიზი, რომლის მიხედვითაც, ძირითადი მიმართულებები განისაზღვრა, რაც მთავრობის მხარდაჭერით სოფლის მეურნეობის სექტორში უნდა გაკეთდეს.
„უნდა მოხდეს სახელმწიფო-სასოფლო მიწების ინვესტორზე გადაცემის პროცესის ოპტიმიზაცია. ჩვენ სახელმწიფოს კუთვნილებაში 600 ათასი ჰექტარი სასოფლო- სამეურნეო მიწა გვაქვს.
მიწის გადაცემასთან დაკავშირებით ინვესტორები ძალიან დიდ დაბრკოლებას აწყდებიან, განსაკუთრებით რეგიონალური მთავრობების მიერ. ეს საკითხი უნდა გადაწყდეს.
ჩვენ თუ ინვესტორს მიწა ვერ მივეცით სოფლის მეურნეობის პროექტის გასაკეთებლად, მაშინ კომერციულ სოფლის მეურნეობაზე საუბარი არ იქნება. მოდით სიმართლეს თვალებში შევხედოთ, მიწების საკითხი გადაწყდა თუ არ გადაწყდა?“ - განაცხადა გიორგი ქობულიამ

























