"თუ იზოლაცია გაგრძელდა, ეკონომიკურ კრიზისს მივიღებთ", - ამის შესახებ გოგა მელიქიძემ განაცხადა. "რეფორმეტიქსის" წარმომადგენლის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ პოლიტიკური კრიზისი არ გადაწყდება და დასავლურმა ინსტიტუტებმა ქვეყანას ზურგი აქცია, საქართველოს ეკონომიკა რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება.
"თუ იზოლაცია გაგრძელდა და პოლიტიკური კრიზისი არ გადაწყდება, ყოველდღე ჩავეფლეთ ამ იზოლაციაში, დასავლურმა ინსტიტუტებმა, ეკონომიკებმა უფრო მეტად ზურგი გვაქცია, აღმოვჩნდებით მნიშვნელოვანი ეკონომიკური კრიზისის წინაშე. ამის მთავარი განმაპირობებელი მიზეზი იქნება შემოსავლების მილევა ან შემცირება, მაგალითად, ჰორეკა სექტორში, ტურიზმში, გადმორიცხვებში, ექსპორტში, აიტი ექსპორტში, ლოგისტიკაში, შემცირება იმაზე მეტად, ვიდრე 2024 წელს იყო. ამას მოჰყვება ლარზე დაწოლა, ლარზე დაწოლა გადაითარგმნება ინფლაციური ფონის შექმნაში, ეკონომიკური აქტივობის შემცირებაში", - განაცხადა მან BMGTV-ის ეთერში.
ამასთან, ამასთან, საქართველოს ეკონომიკის ბოლო 3 წლის ზრდის ფაქტორების მილევადობის ფონზე, გოგა მელიქიძე არც ორმაგ ეკონომიკურ შოკს გამორიცხავს. სიტუაციის დეესკალაციის გზად, საპენსიოს სააგენტოს ყოფილ მთავარ საინვესტიციო ოფიცერს ახალი არჩევნები მიაჩნია.