მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"თუ კაფე-ბარებს ექნებათ მუნიციპალური ტერიტორია დაკავებული რა თქმა უნდა მათ მოუწევთ იჯარის გადახდა"

5b3cad95dad1a
თათია ჩაფიჩაძე
04.07.18 15:17
534
თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსმა გიორგი ბაგრატიონმა კაფე-ბარებისთვის დამატებითი გადასახადის დაწესებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. როგორც ბაგრატიონმა „საქმიანი დილის“ ეთერში საუბრისას აღნიშნა, იმ შემთხვევაში თუკი კაფე-ბარების მეპატრონეებს, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ტერიტორია ექნებათ დაკავებული, მათ კონკრეტული რეგიონებისა და ადგილების მიხედვით, შესაბამისი თანხის გადახდა მოუწევთ.

"2018 წლიდან დღემდე არცერთ ღია კაფეზე წარმოება არ არის დაწყებული. ჩვენ პერმანენტულად ვაფრთხილებდით ამ ობიექტების და ყველას მოვუწოდებთ, ვისაც აქვთ მოწყობილი ღია კაფეები, მიმართონ შესაბამის სამსახურებს და მოაწესრიგონ დოკუმენტაცია.

რაც შეეხება იჯარის გადასახადს, ქონების მართვის სამსახურს როცა მიმართავენ, თუ მათ ექნებათ დაკავებული მუნიციპალური ტერიტორია, რა თქმა უნდა მოუწევთ კონრეტული იჯარის გადახდა. რა თანხაზე იქნება საუბარი რთულია, განსხვავდება უბნები, რაიონები, კონკრეტულ ლოკაციაზე გადასახდელი თანხის მოცულობას მათ ქონების მართვის სამსახური აცნობებს", - განაცხადა ბაგრატიონმა.

კაფე-ბარებისთვის დამატებითი გადასახდელი თანხის შესახებ ინფორმაცია სოციალურ მედიაში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. როგორც კაფე-ბარების საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები აცხადებენ, მიუხედავად სეზონურობისა, მერია მათ გარე პერიმეტრზე მაგიდებისა და სკამების განთავსებისთის თანხის გადახდას, 12 თვის განმავლობაში სთხოვს. ამ ბიზნესით დაკავებულები განმარტავენ, რომ წლების განმავლობაში ეს საკითხი კონკრეტული კრიტერიუმების დაცვის შემთხვევაში, მხოლოდ სანებართვო დოკუმენტებით წყდებოდა.

კაფეების მეპატრონეები განმარტავენ, რომ სეზონზე გარეთ გამოსული სტუმრების ხარჯზე მათი საერთო რაოდნეობა არ იზრდება და გაზრდილი გადასახადი სექტორს მნიშვნელოვან დარტყმას მიაყენებს. კაფე-ბარების ბიზნესით დაკავებულები ასევე ფიქრობენ, რომ მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებების მიღებას მერია შუა სეზონის დროს არ უნდა იღებდეს და ამის შესახებ ისინი ინფორმირებულები წინასწარ უნდა ყოფილიყვნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები