პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩევლის მაია მელიქიძის ინფორმაციით, დეპოზიტების დაზღვევის კანონპროექტში რამდენიმე ხარვეზია. მელიქიძის თქმით, კანონპროექტი შენიშვნებით უკვე გადაეგზავნა ფინანსთა სამინისტროს, რომელიც დეპოზიტების დაზღვევის ინიციატორია.
მელიქიძე ამბობს, რომ თუკი აღნიშნული ხარვეზები არ იქნა გათვალისწინებული, კომერციულ ბანკებს ხარჯი გაეზრდებათ, რაც მსესხებლისთვის ფულის გაძვირებას გამოიწვევს.
"თუ ის ხარვეზები, რომელზეც ჩვენ გვაქვს საუბარი კანონპროექტში არ იქნა გათვალისწინებული, შესაძლებელია, რომ მოსახლეობას გაუძვირდეს ფული რომელსაც სესხის სახით აიღებს, რადგან ბანკებს გაეზრდებათ ხარჯი და ეს პირდაპირპროპორციულად გადმოვა მომხმარებელზე. ამის სურვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციას არ აქვს“, - განაცხადა მელიქიძემ.
რაც შეეხება კონკრეტულ ხარვეზებს მელიქიძის განცხადებით, კითხვებია ფონდის ჩამოყალიბების პროცესთან დაკავშირებითაც და იმაზე თუ ვინ იქნება მის მმართველთა საბჭოში. პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი ამბობს, რომ კითხვები ჩნდება იმასთან დაკავშირებითაც თუ რა დაუჯდება კერძო სექტორსა და სახელმწიფოს აღნიშნული ფონდის შენახვა.

























