მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თუ კარგი მენეჯმენტი იქნება, რა თქმა უნდა, ბრწყინვალეა" - ლაშა პაპაშვილი სსიპ-ების შექმნაზე

5e4cfe27c2849
ვიქტორია მღებრიშვილი
19.02.20 22:38
1925
"მისი აღმატებულება მენეჯმენტი, ასე ვიცით ჩვენ ბიზნესში“, - ასე უპასუხა BM.GE-ის კითხვას ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა, რომელიც კურორტების მართვის მიზნით მუნიციპალიტეტებში სსიპ-ების შექმნას ეხებოდა.

როგორც დეველოპერული კომპანია „რედიქსისა“ და სასტუმრო ბიზნესების მფლობელი ამბობს, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად კარგად აქვს მთავრობას შესწავლილი რისი გაკეთება სურს.

„თუ კარგი მენეჯმენტი იქნება, რა თქმა უნდა, ბრწყინვალეა, იმიტომ რომ სულ იყო ეს, ყველა ქვეყანაში, ამას უნდა ზედმიწევნითი ყურადღება. ყველა კურორტს უნდა თავისი დასუფთავების ხარისხის კონტროლის, ლანდშაფტის მოვლის სამსახურები.

ნებისმიერი გადაწყვეტილება იმ შემთხვევაში ამართლებს, თუ საფუძვლიანად არის შესწავლილი და რაღაცა გაუმჯობესებას მოიტანდა“, - განაცხადა პაპაშვილმა.

შეგახსენებთ, ბიზნესმენი საქართველოს სხავდასხვა რეგიონში რამდენიმე სასტუმროს ფლობს: სიღნაღში ბუტიკ სასტუმრო “კაბადონს”, თუშეთში სასტუმრო „სამზეოს“, 2021 წელს აბასთუმანში სასტუმრო „აღობილის“ მშენებლობაც დასრულდება, ხოლო 2022 წლის გაზაფხულისთვის ვარძიაში სასტუმრო „ვარძიის“ გახსნა იგეგმება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები