მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"თუ კი დღეს ბიზნესი პოლიტიკური ჩარევისაგან თავისუფალია, სწორედ გახარიას მიდგომების დამსახურებაა"

5bbc62b1ed95e
თამუნა ქემერტელიძე
09.10.18 12:10
752
თუ კი დღეს ბიზნესი პოლიტიკური ჩარევისაგან თავისუფალია, სწორედ გახარიას მიდგომების დამსახურებაა, - ეს განცხადება bmg-თან ბიზნესმენმა ცეზარ ჩოჩელმა გააკეთა. მისი თქმით, ბიზნესმენები და ცალკეული კომპანიები რომლებიც გახარიას მისი ბიზნესომბუდსმენობის დროს მიმართავდნენ, ყოველთვის იყო მისი მხრიდან მზაობა, რომ მათ მოგვარებაში კომპეტენციის ფარგლებში ჩარეულიყო.
„იყო დრო, როდესაც ჩვენს ბიზნეს ჯგუფს, გარკვეული პრობლემები შეექმნა სხვა და სხვა მიმართულებით. ცხადია, დავიწყეთ სიმართლის მტკიცება და მივმართეთ გარკვეულ ინსტაციებს. სწორედ მაშინ გავიცანი ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია, რომელიც ყველაზე მძიმე წუთებში ჩვენს ბიზნესს გვერდით დაუდგა და დახმარება აღგვითქვა. ბიზნესომბუდსმენის მთელი აპარატი საქმის გარკვევაში აქტიურად ჩაერთო. გიორგი გახარიასთან ერთად, მათ დეტალურად შეისწავლეს ჩვენი ქეისი და კომპეტენციის ფარგლებში შეეცადნენ პრობლემის მოგვარებას. გიორგი გახარიას არასოდეს უცდია ბიზნესის პრობლემები და მათი მოგვარებისათვის გაწეული საქმიანობა საჯაროდ გამოეტანა და ამით გარკვეული დივიდენდები დაეგროვებინა. თუმცა ის ბიზნესმენები, თუ ცალკეული კომპანიები, რომლებიც მას მიმართავდნენ დამეთანხმებიან, რომ გიორგი გახარიას ბიზნესის პრობლემები კარგად ესმის და მისი მხრიდან ყოველთვის იყო მზაობა, რომ მათ მოგვარებაში კომპეტენციის ფარგლებში ჩარეულიყო.ამ საქმიანი კომუნიკაციისა და საქმეებისადმი მისი მიდგომების შემდეგ,თამამად შემიძლია ვთქვა, რომ თუ კი დღეს ბიზნესი პოლიტიკური ჩარევისაგან არის თავისუფალი, რაც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის უმთავრესი ფაქტორია, სწორედ ბატონი გიორგი გახარიას მიდგომების დამსახურებაა“-აცხადებს ჩოჩელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები