მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"თუ კომპანია ვერ აკმაყოფილებს მინიმალურ მოთხოვნებს, მას არ უნდა ჰქონდეს წვდომა ინვესტორებთან"

5b993acabe6b7
სალომე მეცხვარიშვილი
13.09.18 10:50
1077
საინვესტიციო კომპანია Galt&Taggart-ის ხელმძღვანელი ოთარ შარიქაძე ამბობს, რომ საქართველოს საფონდო ბირჟიდან რამდენიმე კომპანიის გასვლა გავლენას ამ ბაზარზე ვერ მოახდენს. მისი შეფასებით, აღნიშნული კომპანიები ისედაც არ ივაჭრებოდნენ და მათ აღარ მოინდომეს იმ ვალდებულებების შესრულება, რომელიც მოუწევდათ ბირჟაზე დარჩენის შემთხვევაში.

„თუ კომპანია ვერ აკმაყოფილებს იმ მინიმალურ მოთხოვნებს, როგორიც არის აუდიტის ხარისხი, რეპორტინგი თუ სხვა, მგონი არ შეიძლება, რომ მას ჰქონდეს წვდომა ინვესტორებთან.

ამ პროცესის ერთი ნაკლი არის ის, რომ აქამდე იძებნებოდა ამ კომპანიების ფინანსური მაჩვენებლები, ცუდად თუ კარგად აუდირებული, მაგრამ იძებნებოდა. ხვალ კი ზოგიერთ მინორიტარ აქციონერს, შესაძლოა, გაუჩნდეს პრობლემა, რომ ვეღარ ნახოს ეს რიცხვები“,- აცხადებს შარიქაძე.

მისივე თქმით, კომპანია „თელიანი ველის“ გადაწყვეტილება საფონდო ბირჟის დატოვებასთან დაკავშირებით კომპანიის სტრატეგიური ნაბიჯია და რამდენიმე წელში, შესაძლოა, კომპანია ბირჟაზე ისევ დაილისტოს.

შეგახსენებთ, რამდენიმე კომპანიამ საქართველოს საფონდო ბირჟა დატოვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები