"თუ ლოკალური ბიზნესმენები ფულად-საკრედიტო პოლიტიკით "Happy" არიან, იზრდება FDI"
„თუ ლოკალური ბიზნესმენები ფულად-საკრედიტო პოლიტიკით “Happy” არიან, იზრდება FDI“, - ამის შესახებ „საქმიანი დილის“ ეთერში ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, არავის უნდა დაგვავიწყდეს, რომ FDI -ის ნაწილი ქართველი ბიზნესმენებიც არიან.
“ჩვენი ნასესხები ფული, რაც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან შემოგვაქვს საქართველოში, ეს FDI-ია, თუ ლოკალური ბიზნესმენები არიან ფულად- საკრედიტო პოლიტიკით “Happy”, არის იაფი ფული, მაშინ იზრდება FDI”, - აცხადებს ბიზნესმენი.
მისივე თქმით, ბოლო პერიოდში გავლენა პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე პოლიტიკურმა მოვლენებმაც იქონია, თუმცა ქართველი ბიზნესმენების აქტივობა FDI -ის კუთხით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია.
კითხავზე - რა კეთდება ხელისუფლების მხრიდან ბიზნესის ხელშესაწყობად, ბიზნესმენი განმარტავს, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რაც ამ წლების განმავლობაში გაკეთდა, ესაა პროცენტების სუბსიდირება საწარმოების და სასტუმრო ბიზნესის დარგში.
“მე რომ ვინმე მეკიხებოდეს, გავაათმაგებდი ამ კუთხით სახელმწიფოს მოძრაობას, ვგულისხმობ “აწარმოე საქართველოშის” და ამგვარ პროექტებს; ეს არის ყველაზე დიდი ხელშეწყობა. თუ ეს გაგრძელდება, უკიდუსად გაიზარდება სამუშაო ადგილები. ეს დიდი შეღავათია იმ ფონზე, როცა ასეთი მაღალი საპროცენტო განაკვეთებია“, - განაცხადა პაპაშვილმა.
საფონდო ბირჟები