მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„თუ მეპატრონეს ძაღლზე პასუხისმგებლობა გააზრებული ექნება და ბავშვის სათამაშოდ არ იყიდის, კარგი იქნება“-„კახას სკოლა“

ძაღლი

ძაღლების საწვრთნელი სკოლა „კახას სკოლას“ მწვრთნელი, აკაკი ახმოდიშვილი BM.GE-სთან ძაღლების წვრთნის მნიშვნელობაზე საუბრობს.

მისი ინფორმაციით, ძაღლების გაწვრთნა მისი პატრონობის პროცესში ერთ-ერთი გადამწყვეტია. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ძაღლების ფსიქიკა, როდესაც რაღაცებს სწავლობენ, გაუწვრთნელი ძაღლების ფსიქიკასთან შედარებით მშვიდი და მართვადია. მშვიდი ძაღლი კი გაცილებით დიდხანს ცოცხლობს.

ძაღლების მწვრთნელი აღნიშნავს, რომ საქართველოში ხშირია შემთხვევა, როდესაც ძაღლს სათანადოდ ვერ მართავენ და ძირითადად ქუჩაში ან სოფლებში უშვებენ.

„თუ მეპატრონეს ძაღლზე პასუხისმგებლობა გააზრებული ექნება და ბავშვის სათამაშოდ არ იყიდის, კარგი იქნება. გარდა ამისა, ძაღლი რომ იწვრთნება, უფრო მშვიდი ფსიქიკის პატრონია, რაც თაობაში გაცილებით მშვიდ და გაწონასწორებულ ლეკვებს შობს.

საქართველოში ძაღლების გაწვრთნაზე დიდი მოთხოვნაა და პასუხისმგებლობიანი პატრონების რიცხვი წლიდან წლამდე მატულობს. ჩვენთან მაგალითად, სერვისის ღირებულება თვეში 600 ლარს შეადგენს, რაშიც როგორც ძაღლის, ასევე მეპატრონის დატრენინგებაც შედის. სწავლება დაახლოებით 3-6 თვემდე გრძელდება, თუმცა გვაქვს დაჩქარებული 1 თვიანი კურსიც, რომელიც საბაზისო სწავლებას მოიცავს. სწრაფი კურსის შედეგად, თუ მაგალითად პატრონი სახლში ლეკვი მიიყვანს, მეპატრონე შეძლებს მისთვის ისეთი ქცევებისა და ჩვევების გამომუშავებას, რაც შემდგომში სავარაუდო პრობლემებს თავიდან აარიდებს,“-აცხადებს „კახას სკოლას“ მწვრთნელი.

მისივე ცნობით, თავდაპირველად ძაღლები ინდივიდუალურ სწავლებას იწყებენ, ხოლო გარკვეული პერიოდის შემდეგ, მათთვის ჩვევების დასწავლის პროცესი ჯგუფურად ხდება. ამასთან, გვაქვს გასვლითი სწავლებებიც, სოციალიზაციისთვის.

ინფორმაციისთვის, ძაღლების საწვრთნელი სკოლა "კახას სკოლა" ბაზარზე მე-4 წელია არსებობს და ტენდენციის თანახმად, თვეში დაახლოებით 50-60 ძაღლს წვრთნის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები