მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თუ მიმდინარე ტენდენცია გაგრძელდება, საბიუჯეტო შემოსავლები, შესაძლოა, ₾600 მლნ-ით გაიზარდოს - ლაშა ხუციშვილი

ფინანსთა მინისტრი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის განცხადებით, მიმდინარე წელს მაღალი ეკონომიკური ზრდის გათვალისწინებით, საბიუჯეტო ხარჯები 600 მლნ ლარით გაიზრდება. ამის შესახებ ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ხარჯებისთვის 360 მლნ ლარის გამოყოფის შესაძლებლობას 4 თვის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი იძლევა.

„გავაკეთეთ 6 თვის საგადასახადო შემოსავლების ანალიზი, რომლის მიხედვითაც ბიუჯეტში დამატებითი რესურსი გამოჩნდა და ამ ეტაპისთვის ეს 360 მლნ ლარია. თუმცა შესაბამისი ანალიზი მიმდინარეობს და ცვლილებები სახელმწიფო ბიუჯეტში დიდი ალბათობით საშემოდგომო სესიაზე იქნება. მიმდინარე ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში, საბიუჯეტო შემოსავლები, მოსალოდნელია, რომ ნაერთი ბიუჯეტის სახით 600 მლნ ლარით გაიზარდოს, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტში 550 მლნ ლარით. თუმცა კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ეს არის პროგნოზი“, - განაცხადა მინისტრმა.

bm.ge-ს კითხვის საპასუხოდ საბიუჯეტო ხარჯები გაზრდის პირობებში, როდის გადახედავს ფინანსთა სამინისტრო ეკონომიკური ზრდის წლიურ პროგნოზს, ლაშა ხუციშვილმა უპასუხა, რომ უწყებამ ამ ეტაპისთვის პროგნოზი 6%-მდე უკვე გაზარდა, თუმცა მოლოდინები შეიძლება კიდევ გადაიხედოს.

„გასულ ხუთი თვის განმავლობაში რა რესურსის გამოჩნდა ეს 360 მლნ ლარია და მიმდინარეობს ამის გადანაწილებაზე მუშაობა. პირველადი შეფასებით, საჭიროებები რაც გამოკვეთილია ეს არის ჯანდაცვა, განათლება, თავდაცვა და უსაფრთხოება და კულტურის მიმართულება, სადაც დაფინანსების დამატებითი საშუალებებია გამოვლენილი.

„ფინანსთა სამინისტრომ ეკონომიკური ზრდის პროგნოზი განაახლა, რაც პარლამენტშია წარდგენილი, სადაც პროგნოზი 5.2%-დან 6%-მდე გაიზარდა. ეს ოფიციალური განახლებაა. თუმცა ვიცით, რომ 4 თვის ეკონომიკური ზრდა 9%-ზეა დაფიქსირებული. რაც უფრო მაღალია, ვიდრე ჩვენს პროგნოზშია. ჩვენ პროგნოზებს გარკვეული პერიოდულობით ვაახლებთ, როდესაც ამის საჭიროება დგება. საქართველოში 6%-იანი ეკონომიკური ზრდის მოლოდინი გვაქვს, თუმცა ამას სჭირდება შესაბამისი პროცედურით დადასტურება. ამ ეტაპისთვის ჩვენი ანალიზით ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.2%-დან 6%-მდეა განახლებული და ეს საქართველოს პარლამენტში წარდგენილია. მომდევნო თვეების განმავლობაში იმ ანალიზის საფუძველზე, რაც ფინანსთა სამინისტროშია გაკეთებული, შესაძლებელია ეკონომიკური ზრდის ტემპი უფრო მაღალი იყოს, ვიდრე ბოლო ნავარაუდევი მაჩვენებელი 6%-ია.

დაგეგმილთან შედარებით მაღალი ეკონომიკური ზრდა ბიუჯეტს აძლევს 360 მლნ ლარს, თუმცა იმ პროგნოზებიდან გამომდინარე რომელიც გვაქვს ნავარაუდევია, რომ ნაერთი ბიუჯეტის დამატებითი რესურსი შეიძლება იყოს 600 მლნ ლარი, საიდანაც 550 მლნ ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის რესურსი იქნება, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტის რესურსი 50 მლნ ლარი იყო“, - განაცხადა მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები