მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თუ მსოფლიო დონის ნახატები საქართველოში იქნება რა არის ამაში ცუდი?! - პაატა კვიჟინაძე

კვიჟინაძე

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძე ამბობს, რომ არ იცის ამ დროისთვის ვინ ისარგებლა მის მიერ მომზადებულმა ე.წ ოფშორების კანონით.

"ყველაფერი არის კარგად ან როგორ უნდა ჰქონოდა ამ კანონს პრობლემა, როცა ოფშორების უმრავლესობა ევროპის იურისდიქციის ქვეშ არის. ჩვენ ვითხოვდით ოკეანეში წვეთს. [ვინ ისარგებლა] არ ვიცი, საიდუმლოებაა.. არ ვიცი ვინ გადმოიტანა და რა გადმოიტანა. ვისაც არ უნდა გადმოეტანა ძალიან კარგია, კმაყოფილი და გახარებული ვიქნები. იმიტომ, რომ ეგ კანონი ზუსტად მაგიტომ არის", - ამბობს კვიჟინაძე.

მისივე თქმით, არ აქვს ინფორმაცია "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა თუ ისარგებლა ამ კანონით. 2025 წლის იანვარში საქართველოში უპრეცედენტო ღირებულების 481 მილიონი დოლარის (1.35 მილიარდი ლარის) ღირებულების ნახატები შემოვიდა - ამის შესახებ შემოსავლების სამსახურის ოპერატიული სტატისტიკის ვებგვერდიდან ხდება ცნობილი.

ანგარიშის თანახმად, იმპორტი განხორციელდა სამი ამანათის მეშვეობით, რომელთაგან ორი აშშ-დან, ერთი კი დიდი ბრიტანეთიდან გამოიგზავნა. ნახატების და მათი გადასატანი ყუთების წონა 6.6 ტონას შეადგენდა.

"მთავარი იდეა [ამ კანონის] არის ის, რომ ფირმა, რომელიც საქართველოში აწარმოებს რაღაცას, თუმცა ოფშორში აქვს სათავო [ოფისი] და იქ იხდის გადასახადებს, ეს ფულიც იქ ტრიალებს თუ ეს საქართველოში იქნება, მეტი საშუალებაა რომ ინვესტიციებში წავიდეს და გამჭვირვალე იყოს.

თვითმფრინავი რომ ახსენეთ.. ამ წუთში ეს თვითმფრინავი აქ ხომ არ არსებობს ან გემი. რამდენიმე წელში ის დაიბეგრება, ჩვეულებრივად და ეს ფული შემოვა საქართველოში. არ ვიცი, ეს ნახატები საიდან მოიტანეთ, მართლა არ ვიცი. თუნდაც მასე იყოს, არ ვიცი, ვერ გეტყვით... თუ მსოფლიო დონის ნახატები საქართველოში იქნება რა არის ამაში ცუდი?!" - განაცხადა კვიჟინაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები