მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"თუ მსხვილი ბანკები ხარისხს გაზრდიან, პატარა ბანკებიც იძულებული იქნებიან რომ ხარისხი გაზარდონ"

58086dce11109
BM.GE
20.10.16 11:08
1571
საქართველოს ბანკების ასოციაციის თავმჯდომარის ზურაბ გვასალიას განცხადებით თიბისი ბანკის მიერ ბანკი რესპუბლიკას შეძენა დადებით გავლენას პირველ რიგში მომხმარებელზე იქონიებს, რისი მიზეზიც გაზრდილი კონკურენცია იქნება.

რაც შეეხება ლარის კურსის ბოლოდროინდელ მერყეობას, რომელსაც მთავრობისა და ეროვნული ბანკის წარმომადგენლები ბაზარზე ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციით ხსნიან, გვასალიას განცხადებით, მისი ერთადერთი უარყოფითი მხარე საზოგადოებაში გამოწვეული „მითქმა-მოთქმა იყო“.

„მსგავს პროცესს აქვს თავისი როგორც დადებითი, ისე უარყოფითი ხასიათი. თუ ჩვენ კონკრეტულ ტრანზაქციაზე ვისაუბრებთ, მისი ერთდაერთი უარყოფითი მხარე ის არის, რომ ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია, რაც აუცილებლად დაიწმინდება და ისეთ დადებით გავლენას მოახდენს ბაზარზე ეს გამსხვილება, რომ ამას აუცილებლად იგრძნობს მომხმარებელი, ვინაიდან ბევრად დიდი საშუალებები ექნება ბანკს, რომ კორპორატიულ კლიენტურას უფრო დიდი მასშტაბებით მოემსახუროს.

გარდა ამისა, აუცილელად გაიუმჯობესებს თავის პოზიციებს საერთაშორისო დონორებთან და საფინანსო ინსტიტუტებთან ურთიერთობაში ბვერად უფრო დიდი რაოდნობის კრედიტების მოზიდვის კუთხით, რაც ისევ ქართულ ეკონომიკას უნდა მოემსახუროს. ასევე კონკურენციაზეც დადებითად იმოქმედებს, რადგან გაზრდილი კონკურენციის პირობებში პირველ რიგში მომხმარებელი რჩება მოგებული.

მთავარი არის ის, რომ ხარისხი იყოს მაღალი, რადგან თუ მსხვილი ბანკები ხარისხს გაზრდიან, პატარები იქნებიან ასევე იძულებულნი რომ ხარისხი გაზარდონ. თუ საპროცენტო განაკვეთს დაწევენ, ესენიც იძულებულნი იქნებიან ასევე იმოქმედონ“, - განაცხადა გავსალიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები