მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თუ ორი კვირა ასე გაგრძელდა, შეიძლება ოპერირების შესაძლებლობის ზღვარზე გავიაროთ - "ევექსი ჰოსპიტლები"

62024c8633923
ელენე გოგბერაშვილი
09.02.22 00:00
773
ქვეყანაში კორონავირუსის მასშტაბური გავრცელების ფონზე სამედიცინო სექტორი თითქმის შესაძლებლობების ზღვარზე მუშაობს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 1 იანვრის მდგომარეობით კოვიდით დაავადებულთა შორის ჯანდაცვის მუშაკების წილობრივი მაჩვენებელი 3.8%-შეადგენს. სადაზღვევო კომპანიებმა უკვე განაცხადეს, რომ ოჯახის ექიმები მაქსიმალური დატვირთვით მუშაობენ, თუმცა საკმაოდ რთული ვითარებაა თითქმის ყველა სამედიცინო დაწესებულებაში.

ბოლო კვირების განმავლობაში სამედიცინო პერსონალის ინფიცირების თვალსაზრისით რთული ვითარებაა "ევექსის ჰოსპიტლებშიც". თუ მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ინფიცირების რაოდენობა არ შემცირდა, როგორც "ევექსი ჰოსპიტლების" გენერალური დირექტორი გიორგი მინდიაშვილი ამბობს, კლინიკებს ფუნქციონირება შესაძლებლობების ზღვარზე მოუწევთ.

„ჩვენი პერსონალის ინფიცირების მაჩვენებელი ყოველკვირეულად იზრდება. თუ ერთი თვის წინ კვირაში დაახლოებით 50 თანამშრომელი ინფიცირდებოდა, 31 იანვრის კვირაში 250-ზე ავიდა და ბოლო კვირაში თითქმის 400-ზე, საბოლოო ჯამში 750-მდე თანამშრომელი დაინფიცირდა ბოლო 2 კვირის განმავლობაში, რაც მთლიანი ჩვენი საკადრო რაოდენობის 10%-ს შეადგენს. ეს პრობლემას ქმნის არამარტო კოვიდ, არამედ არაკოვიდჰოსპიტლებში.

არაკოვიდჰოსპიტლებში მაინც ომიკრონის მატებასთან ერთად მომართვიანობა შემცირებულია, რის გამო ნაკლები კოლექტივით ვემსახურებით პაციენტებს, თუმცა საბოლოო ჯამში ვითარება მაინც მძიმეა. კოვიდჰოსპიტლებში მდგომარეობა უფრო რთულად გვაქვს, რადგან ადამიანები მუშაობენ ორწლიანი დასვენების გარეშე. ამ პირობებში კი აკლდებათ თანამშრომლები და ნაკლები რესურსით უწევთ გამკლავება გაზრდილ მომართვიანობაზე.

ოპერირების რისკებთან ახლოს არ გაგვივლია, ვართ ზღვართან მიახლოებული, მაგრამ ზღვარზე არ დავდივართ. პირობითად ორი კვირა ასე რომ გაგრძელდეს და ინფიცირების მაჩვენებლის კლება არ გვექნეს, მაშინ გაცილებით საგანგაშო იქნება მდგომარეობა და შეიძლება გავიაროთ ოპერირების შესაძლებლობების ზღვარზე“, - აცხადებს მინდიაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები